ფეხბურთი

23:39 | 19.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

კანკავა ლიგა 1-ის საუკეთესო ახალწვეულებს შორის ლიდერია

საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა ლიგა 1-ის საუკეთესო დებიუტანტთა შორისაა. ფრანგული ინტერნეტპორტალი toutlemondesenfoot.fr-ი გულშემატკივართა შორის გამოკითხვას ატარებს საფრანგეთის ლიგა 1-ის საუკეთესო ახალწვეული ფეხბურთელის გამოსავლენად. ზემოთაღნიშნულ წყაროს სულ 11 მოთამაშე ჰყავს შერჩეული, რომელთა შორის “რეიმსის” ნახევარმცველი კანკავაცაა. ჯაბას კონკურენტები ისეთი ფეხბურთელები არიან, როგორებიც ლასანა დიარა, ანხელ დი მარია, ჰატემ ბენ არფა და ჯიმი ბრიანი არიან.

ამ დროისთვის, ქართველი საყრდენი გამოკითხვას დამაჯერებლად ლიდერობს ხმათა 71.84%-ით და მდევარ ლასანა დიარას საგრძნობლად უსწრებს.

ხმის მიცემა კი ქვემოთ მითითებულ ბმულზე ნებისმიერ თქვენგანს შეეძლება.

http://www.toutlemondesenfoot.fr/blog/2015/11/10/debat-ligue-1-7-quelle-est-la-meilleure-recrue-de-lintersaison/

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.13193