თბილისის ჭადრაკის სასახლეში დასრულებულ საქართველოს ქალთა 72-ე ჩემპიონატის პირველი ლიგის 9 ტურის თავზე ერთბაშად ოთხმა მონაწილემ 6.5 ქულა დააგროვა.
დამატებითი მაჩვენებლებით ადგილები ასე განაწილდა: 1. ალექსანდრა ვახანია (2198), 2. ანა გავაშელი (2171), 3. სოფიკო ხუხაშვილი (2351), 4. მირანდა მიქაძე (2209).
პირველ ოთხეულს ნახევარი ქულით ჩამორჩნენ და V-VI ადგილები გაიყვეს სოფიო გვეტაძემ (2321) და ნინო ჯალაღონიამ (1803). პროგრესის ცხრილმა ბოლო, მეხუთე საგზური გვეტაძეს არგუნა.
შეგახსენებთ, რომ უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება სწორედ პირველ ხუთ ადგილზე გასულმა მოჭადრაკეებმა მიიღეს.