ბრიტანული გამოცემა London Eveneng Standard-ი იუწყება, რომ იმ შემთხვევაში თუ ლონდონის “ჩელსის” დონეცკის “შახტარის” თავდამსხმელის ალექს ტეიშეირას შეძენას გადაწყვეტს, 30 მილიონი გირვანქა სტერლინგის გამოყოფა მოუწევს.
ბრაზილიელი ფეხბურთელი ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ინგლისური გრანდის თავკაცის ჟოზე მოურინიოს მთავარი სამიზნე იქნება. გასულ თვეში “არისტოკრატების” ინტერესი თავად ალექსმაც დაადასტურა.
“შემოთავაზება მივიღე და სასიამოვნოა, როდესაც “ჩელსის” შენი შეძენა სურს. დიდებული იქნება თუ ტრანსფერი ზამთარში შედგება.” – განაცხადა ტეიშეირამ.
მიმდინარე სეზონში ტეიშეირამ 22 მატჩი ჩაატარა, 21 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 23 მილიონ ევროს შეადგენს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
Ai gundi... Ramdeni fexburteli gayides tan Ra fasebshi..
Chigrinski
timoshuki
fernandinio
adriano
eduardo
costa
მაიცა, ვერ გავიგე. ევრო უფრო ძვირია ვიდრე ბრიტანული ფუნტი? 23 მილიონი ევრო და 30 მილიონი ფუნტია ნახსენები, რაც ამ ფეხბურთელის ღირებულებად სახელდება.
სატრანსფერო ღირებულება 23მილიონი შეიძლება იყოს, მაგრამ ეგ ვთქვათ ტრანსფერმარკეტის ან სხვების მოსაზრებით ... რეალურად კი შახტარი მაგ თანხად არდათმობს!!
შეიცვალა მთავრობაც და ფულიცDDDDDDDDDDD
კოშტას და ლუის ადრიანოს მერე ეგრევე ტეიშეირას დაკარგვა თუნდაც შახტარისთვის დიდი დარტყმა იქნება, მიუხედავად იმისა რომ ძალიან ძლიერი შემადგენლობა ყავს და მინიმუმ უკრაიანაში ამ შემადგენლობითაც ადვილად გავა ფონს!!
ჩვენი გადმოსახედიდან კი არაბიძისთვისაც ძალიან კარგი იქნება ტეიშეირას გვერდზე თამაში, უკეთ განვითარდება და მეტს ისწავლის თუნდაც ნაკლები სათამაშო დროით!! რადგან რაც უფრო ძლიერი თანაგუნდელები გყავს მით მეტს სწავლობ!!
მერე არაბიძე რას მიკეთებს --ახალი ქინქიიიიი
ტეიშეირა რომც არიყოს ამ ეტაპზე არაბიძის ძირითადზე შანსი მაინც არაქვს იმდონის შემსრულებლები არიან და ტეიშეირასთან ერთად კი უფრო მალე გადაწყვეტს თამაშის ბედს შახტარი და არაბიძისთვისაც შანსი იქნება ზამენიდან შესვლის...
რა შედეგი დაუდია ბრავო
მართლაც