ჩოგბურთი

21:20 | 19.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერი ნახევარფინალშია

როჯერ ფედერერი წლის შემაჯამებელი ტურნირის ნახევარფინალში გავიდა. ფედერერმა ჯგუფის ბოლო შეხვედრაში კეი ნიშიკორის 7:5, 4:6, 6:4 მოუგო. შეხვედრა 2 საათსა და 13 წუთს გაგრძელდა. პირველ სეტში 6:5-ზე ფედერერის სასარგებლოდ როჯერმა ბრეიკი შესრულა და სეტებშიდაწინაურდა. მეორე სეტში ფედერერი 4:1 იგებდა და თითქოს შეხვედრის ბედი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ნიშიკორიმ ის მოახერხა რასაც ფედერერთან ცოტა თუ გააკეთებს, ზედიზედ 5 გეიმი მოიგო და სეტებში ანგარიში გაათანაბრა. გადამწყვეტ სეტში გამოცდილებამ თავისი ქნა დაშვეიცარიელმა ჯგუფში სამივე შეხვედრა თავის სასარგებლოდ დაასრულა. ფედერერმა 10 ეისი ჩააწოდა, კეიმ – 2.

ჯგუფში მეორე ადგილს დღეს თბილისის დროით 24:00 საათზე ბერდიხი-ჯოკოვიჩი გაარკვევენ. ჩეხს მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ნოვაკის სეტებში 2:0 დამარცხება ესაჭირობა, დანარჩენ ყველა სხვა შემთხვევაში ნახევარფინალში ჯოკოვიჩი ითამაშებს.

0.114209