ფეხბურთი

19:45 | 19.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონა” სტოუნზს აკვირდება

კატალონიური “ბარსელონა” ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და ლივერპულის “ევერტონის” ახალგაზრდა მცველის, ჯონ სტოუნზის შეძენითაა დაინტერესებული.

The Telegraph-ის ცნობით, ესპანური კლუბის სკაუტები 13 ნოემბერს ალიკანტეში გამართულ ესპანეთისა და ინგლისის ეროვნული ნაკრებების ამხანაგურ შეხვედრას იმ მიზნით დაესწრნენ, რომ 21 წლის ფეხბურთელის თამაში “ცოცხლად” ეხილათ, მაგრამ როი ჰოჯსონმა ის მოედანზე არ შეუშვა.

სტოუნზის შეძენა ინგლისურ გრანდებს - “ჩელსის” და “მანჩესტერ იუნაიტედსაც” სურთ. ზაფხულში ლონდონელებმა “ევერტონს” ოფიციალური შეთავაზებაც გაუკეთეს და მცველის სანაცვლოდ 40 მილიონ გირვანქა სტერლინგს იხდიდნენ, მაგრამ ლივერპულელებისგან უარი მიიღეს.

მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირში ერთად, სტოუნზმა “ევერტონის” მაისურით 13 თამაში ჩაატარა.

0.117971