რაგბი

18:57 | 19.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ტულონი” სონი-ბილი უილიამსს არ ეშვება

ევროპის ჩემპიონთა თასის გამარჯვებული კლუბის, მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძის “ტულონის” მფლობელი მურად ბუჯელალი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის, ახალზელანდიელი შუამარბი სონი-ბილი უილიამსის შეძენის იმედს არ კარგავს.

L’Equipe-ს მტკიცებით, ბუჯელალი 30 წლის მორაგბეს ინგლისში, მსოფლიო თასის მსვლელობისას შეხვდა და მას ფრანგულ კლუბში ნახევარი წლით თამაშისთვის სოლიდური თანხა შესთავაზა.

“ტულონის” მფლობელი გათვლას 2016 წლის აგვისტოდან 2017 წლის იანვრამდე აკეთებს. ცნობილია, რომ სონი-ბილი “ოლ ბლექსის” 7-კაცა ნაკრებთან ერთად რიო-დე-ჟანეიროს ზაფხულის ოლიმპიადაზე ითამაშებს, რის შემდეგაც საფრანგეთში ჩასვლა და იქ “სუპერ რაგბის” ახალი სეზონის (2017 წლის იანვრამდე) დაწყებამდე დარჩენა შეეძლება.

დონი-ბილი უილიამსმა მოსაფიქრებლად დრო ითხოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112597