ფეხბურთი

15:41 | 19.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ანანიძე “სპარტაკიდან” წამსვლელთა კანდიდატებში

დიდი შანსია, ჯანო ანანიძემ მოსკოვის “სპარტაკი” ზამთრის შესვენებისას დატოვოს. როგორც რუსული პრესა წერს, კლუბის ხელმძღვანელობა რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვას, ან განათხოვრებას აპირებს და მათ შორისაა ჯანოც.

“სპორტბოქს”-ის ცნობით, უპირველეს კანდიდატებად კირილ კომბაროვი და ანანიძე მოიაზრებიან.

ჯანო ამჟამად ტრავმირებულია და სავარაუდოდ, იანვრის ბოლოს დაიწყებს ვარჯიშს. ისე, ურიგო არ იქნება, რომ “სპარტაკიდან” წავიდეს – წლები გადის, ჯანო კი ერთ ადგილს ტკეპნის “სახალხო გუნდში”, არ ენდობიან და იშვიათად ათამაშებენ.

0.116272