ჩოგბურთი

13:14 | 19.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავა ტოკიოს ტურნირს გამოეთიშა

ქალთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი სოფო შაფათავა იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირს (საპრიზო ფონდი 100 ათასი დოლარი) გამოეთიშა.

შაფათავა მერვედფინალში ტაილანდელ ვარატჩაია ვონგტეანჩალს დაუპირისპირდა და 4:6, 3:6 წააგო.

წყვილთა ტურნირში შაფათავა და რუს კსენია ლიკინა კორეელებს – ჰანსა და ლის ვერ გაუმკლავდნენ (5:7, 2:6) და ასპარეზობა მეოთხედფინალში დაასრულეს.

0.116631