ფეხბურთი

12:27 | 19.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ევროპაში შედეგიანობით კავენაგი ლიდერობს

მიმდინარე სეზონში ევროპული ქვეყნების ეროვნული ჩემპიონატების მატჩებში გატანილი გოლების საშუალო მაჩვენებლით, თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი “აპოელის” ფორვარდი ფერნანდო კავენაგი ლიდერობს. უეფას ოფიციალური ვებგვერდის მიერ გამოქვეყნებულ ბომბარდირთა სიაში ის ფეხბურთელები მოხვდნენ, ვისაც მიმდინარე სეზონში 5 გოლზე მეტი აქვს გატანილი.

კვიპროსული კლუბის არგენტინელმა შემტევმა ჩემპიონატის 9 მატჩში 14 გოლი მიითვალა, ანუ საშუალოდ ერთ მატჩში მისი შედეგიანობა 1,56 გოლია. კავენაგი ამ მაჩვენებლით ისეთ ვარსკვლავებს უსწრებს, როგორებიც რობერტ ლევანდოვსკი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ნეიმარი არიან. რა თქმა უნდა ეს ყოველივე მხოლოდ კონკრეტული მაჩვენებლებია და ანდორის, სან მარინოს, მაკედონიის, კვიპროსის, უკრაინის, გერმანიის, საფრანგეთისა თუ ესპანეთის ჩემპიონატებში გატანილი გოლები ერთნაირად როდი ფასობს, თუმცა მაინც საყურადღებოა.

სრული სია ასეთია:

1,56 ფერნანდო კავენაგი (“აპოელი”, კვიპროსი) – 14 გოლი 9 მატჩში

1,46 ალექს ტეიშეირა (“შახტარი”, უკრაინა) – 19 გოლი 13 მატჩში

1,33 მიკელე სიმონჩელი (“ტრე პენე”, სან მარინო) – 8 გოლი 6 მატჩში

1,27 რობერტ ლევანდოვსკი (“ბაიერნი”, გერმანია) – 14 გოლი 11 მატჩი

1,22 ფერენ ჰასანი (“შკენდია”, მაკედონია) – 11 გოლი 9 მატჩში

1,17 პიერ ემერიკ ობამეიანგი (“დორტმუნდი, გერმანია) - 14 გოლი 12 მატჩში

1,17 ხოსე ანტონიო აგილარი (“ლუზიტანსი”, ანდორა) – 7 გოლი 6 მატჩში

1,12 ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ, საფრანგეთი) - 9 გოლი 8 მატჩში

1,10 ნეიმარი (“ბარსელონა”, ესპანეთი) - 11 გოლი 10 მატჩში

1,09 ჟულიერ ჟაიერი (“რასინგ უნიონი, ლუქსემბურგი) – 12 გოლი 11 მატჩში

1,07 ნემანია ნიკოლიჩი (“ლეგია”, პოლონეთი) – 16 გოლი 15 მატჩში

ერთი გოლი ერთ მატჩში:

ანდრაჟ შპორარი (“ოლიმპია”, სლოვენია) - 15 გოლი 15 მატჩში

ჯეიმი ვარდი (“ლესტერი”, ინგლისი) - 12 გოლი 12 მატჩში

დარიო ლასკანო (“ლუცერნი”, შვეიცარია) - 9 გოლი 9 მატჩში

ჰარდი სალიჰი (“შკენდერბიუ”, ალბანეთი) - 8 გოლი 8 მატჩში

კრისტიან ტონჩეფი (“მანჩესტერ-62”, გიბრალტარი) - 7 გოლი 7 მატჩში

კარიმ ბენზემა (“რეალი”, ესპანეთი) - 6 გოლი 6 მატჩში

0.115072