კალათბურთი

1:00 | 19.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

სანაძის 10 ქულა და მე-2 მარცხი

დუდა სანაძის “სან დიეგო ტორეროსმა” აშშ-ს სტუდენტურ ლიგაში მე-2 მატჩი ჩაატარა და ისევ მარცხი განიცადა. ამჯერად, სტუმრად, დასავლეთ მიჩიგანის უნივერსიტეტის გუნდთან – 62:74.

ქართველი კალათბურთელი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და 24 წუთში 10 ქულა, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. დუდამ 3-დან 2 ორქულიანი და 6-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 4 პერსონალური ფოლი მიიღო.

სან დიეგოლებს მორიგი მატჩი 21 ნოემბერს ელით, როდესაც “ფულერტონს” ესტუმრებიან.

0.117402