ჩოგბურთი

23:22 | 18.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავამ მასპინძელი დაამარცხა

ტოკიოში მიმდინარე 100-ათასიანი ტურნირის პირველ რაუნდში სოფო შაფათავა იაპონელ მისა ეგუჩის გაეჯიბრა და მძიმე გამარჯვება იზეიმა.

ქართველმა ჩოგბურთელმა მე-6 ნომრად განთესილ მეტოქესთან 2 ტეი-ბრეიკი გადაიტანა და 7:6 (8:6), 7:6 (9:7) სძლია.

მერვედფინალში სოფოს მეტოქე ტაილანდელი ვარატჩაია ვონგტეანჩაი იქნება, რომელმაც იაპონელ მაკოტო ნინომიას 6:1, 6:1 მოუგო.

წყვილთა ტურნირში შაფათავამ და რუსმა კსენია ლიკინამ კვალიფიკაციის გამარჯვებული იაპონური დუეტი (ნანატანი-მიაჰარა) 6:1, 6:3 დაამარცხეს და მეოთხედფინალში კორეელებს – ჰანსა და ლის ეთამაშებიან.

0.113514