ფეხბურთი

21:13 | 18.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფლორენცი “ბარსელონას” სამიზნეში

კატალონიის “ბარსელონა” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში “რომასა” და იტალიის ნაკრების ფეხბურთელის ალესანდრო ფლორენცის შეძენას ეცდება. ამის შესახებ ესპანური გამოცემა “ასი” იტყობინება.

ჯერჯერობით უცნობია თუ რა თანხის გაღებას გეგმავს “ბლაუგრანა” რომაელი ნახევარმცველის სანაცვლოდ, თუმცა თუ წყაროს დავუჯერებთ, იგი “ბარსას” ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იქნება დამდეგ ზაფხულს.

ფლორენცი უნივერსალია და ნახევარდაცვის გარდა, თამაში მარჯვენა მცველადაც შეუძლია. 24 წლის ალესანდრო “რომას” სკოლის აღზრდილია, მთავარ გუნდში 2010 წლიდან მოყოლებული თამაშობს, ხოლო 2011-2012 წლების სეზონი იჯარით “კროტონეში” გაატარა. მიმდინარე სეზონში მან “ჯალოროსის” რიგებში ჯამში 15 შეხვედრა ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა (მათ შორის ერთი “ბარსელონას” კარში). იტალიის ნაკრების შემადგენლობაში დღემდე 13-ჯერ უთამაშია და მეტოქეები ორჯერ დაამწუხრა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11477