ფეხბურთი

20:44 | 18.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

თურქულ გრანდებს კემპბელის შეძენა სურთ

ლონდონის “არსენალის” შემტევი ნახევარმცველის ხოელ კემპბელის შეძენა თურქულ გრანდებს “გალათასარაისა” და “ფენერბახჩეს” სურთ – იუწყება ბრიტანული გამოცემა TalkSport–ი.

23 წლის კოსტა-რიკელს ლონდონურ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2016 წლის ზაფხულში ეწურება და მისი გახანგრძლივება დიდი ალბათობით აღარ მოხდება, რადგანაც ხოელს თამაში იშვიათად უწევს და ამით უკმაყოფილოა. თავის მხრივ, არსენ ვენგერსაც არ გამოუთქვამს ხელშეკრულების გახანგრძლივების დიდი სურვილი და კოსტა-რიკელს ახალი კლუბის მოძებნა მოუწევს.

მისი სატრანსფერო ღირებულება Transfermarkt–ის მიხედვით 5 მილიონი ევროა, თუმცა ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში თურქებს ხოელის დამატება უფასოდ შეეძლებათ.

კემპბელმა მიმდინარე სეზონში 7 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

0.118579