კატალონიის “ბარსელონას” 28 წლის მცველ ხერარდ პიკეს და მის სატრფოს ცნობილ მომღერალ შაკირას ინტიმური ვიდეოს გამოქვეყნებით აშანტაჟებენ, აღნიშნულ ინფორმაცია ესპანური მედია ავრცელებს.
წყაროს ცნობით, წყვილს ვიდეოს გავრცელებით მათივე ყოფილი მოსამსახურე ემუქრება. შაკირა და პიკე აღნიშნულ ფაქტს არც ადასტურებენ და არც უარყოფენ.
შეგახსენებთ, რომ შაკირას და პიკეს ორი შვილი ჰყავთ, მილანი და საშა.