ზედიზედ 24 მოგებული თამაშის შემდეგ ნოვაკ ჯოკოვიჩმა წლის შემაჯამებელი ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე როჯერ ფედერერთან 5:7, 2:6 წააგო (VIDEO). შეხვედრა საათსა და 19 წუთში დასრულდა.
ნოლეს 2 ეისი, 1 ორმაგი შეცდომა, 12 “ვინერსი” და 22 უნებლიე შეცდომა ჰქონდა, ფედერერს 6 ეისი, 1 ორმაგი შეცდომა, 19 “ვინერსი” და 19 უნებლიე შეცდომა.
ამ მატჩამდე ჯოკოვიჩსა და ფედერერს შორის ანგარიში საყაიმო 21:21 გახლდათ, ახლა კი ფედერერი 22:21 დაწინაურდა.
ა ჯგუფში ფედერერი 2-დან ორი მოგებით პირველ ადგილზე იმყოფება და მომდევნო ეტაპზე თამაში გაინაღდა. ვინ იქნება მეორე ჩოგბურთელი, ვინც ნახევარფინალში ითამაშებს, ეს ბოლო ტურში გაირკვევა. ფედერერი ნიშიკორის შეხვდება, ხოლო ჯოკოვიჩი ბერდიხს.
წლის შემაჯამებელი ტურნირის საპრიზო ფონდი 7 მილიონ დოლარს შეადგენს.