საქართველოს 21 წლამდე ნაკრებმა ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მე-6 ტურის მატჩში შვედეთს უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით დამარცხდა.
მატჩის ერთადერთი გოლი ბექა ქურდაძის კარში 71-ე წუთზე გავიდა. შეცვლაზე შემოსული ძანელი მარჯვენა ფლანგზე კარგად გაისარჯა, შემდეგ საჯარიმოში უმეთვალყურეოდ დარჩენილი მრაბტი მოძებნა და ზუსტი გადაცემა გაუკეთა, რომელმაც შორეულ კუთხეში გაუტანა ქურდაძეს.
საქართველოს ნაკრებს 6 ქულა დარჩა და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი ფაქტობრივად აღარ აქვს.
საქართველო - შვედეთი 0:1 (0:0)
გორი, „თენგიზ ბურჯანაძე“
საქართველო:ქურდაძე, გეგჭკორი, დვალი (კ), უბილავა,აბურჯანია, პაპუნაშვილი,ლობჟანიძე,კიტეიშვილი,ცნობილაძე,კაჭარავა (ჭანტურია 62),ფანცულაია (კოჭლაძე 46).
მწვრთნელი:ალექსანდრეჩივაძე
შვედეთი:კაიტოფტი,ვალქვისტი,ჰედლუნდი,ჯ.ნილსონი,ლუნდქვისტი,ტიბლინგი (კ) ; ოლსონი (სევანკამბო 90), მრაბტი,ტანკოვიჩი (გ.ნილსონი 84), ფრანსონი (ძანელი 67)ენგვალი
მწვრთნელი:ჰაკანერიქსონი
გოლი: მრაბტი (72)
გაფრთხილებები: კიტეიშვილი, ცნობილაძე - ტანკოვიჩი, ჯ.ნილსონი
მსაჯები: ბენუა მილოტი ; სტეფანლუსი ; ჟულიენ პასელი ; ჟერომ მიგელგორი (სათადარიგო) (ყველა საფრანგეთი)
1. | ხორვატია | 4 | 4 | 0 | 0 | 12:0 | 12 | |
2. | ესპანეთი | 4 | 3 | 1 | 0 | 13:3 | 10 | |
3. | შვედეთი | 4 | 3 | 1 | 0 | 10:1 | 10 | |
4. | საქართველო | 6 | 2 | 0 | 4 | 8:12 | 6 | |
5. | ესტონეთი | 6 | 1 | 1 | 4 | 2:15 | 4 | |
6. | სან მარინო | 6 | 0 | 1 | 5 | 1:15 | 1 |