ფეხბურთი

14:31 | 17.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნეგრედოს აპენდიციტის ოპერაცია ჩაუტარდა

“ვალენსიას” თავდამსხმელს ალვარო ნეგრედოს გუშინ დღის მეორე ნახევარში, მწვავე აპენდიციტის გამო, ოპერაცია ჩაუტარდა. აღნიშნულ ინფორმაციას “ღამურების” ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ალვაროს დღის პირველ ნახევარში მუცლის არეში ძლიერი ტკივილები დაეწყო, რაც საბოლოოდ რამდენიმე საათში ვალენსიას ერთ-ერთ კლინიკაში ქირურგიული ჩარევით დასრულდა, რომელმაც წარმატებით ჩაიარა. ფეხბურთელს დაახლოებით ერთი თვე მოუწევს უქმობა.

30 წლის ფორვარდს ბოლო პერიოდში “ვალენსიაში” სიტუაცია აერია და გამორიცხული არაა, რომ ზამთარში კლუბის დატოვება მოუწიოს. ალვარომ ერთ-ერთ ინტერვიუში ნუნუ ესპირიტო სანტო გააკრიტიკა, რასაც პორტუგალიელი სპეციალისტი არ პატიობს და 3 ოქტომბრის შემდეგ გამოცდილი ფორვარდი განაცხადში არ შეუყვანია.

ნეგრედომ მიმდინარე სეზონში 9 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

0.102509