თამაშგარე

20:53 | 16.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

სერაფინის სოლიდარობა საფრანგეთს

“ნიუ იორკ ნიქსის” 25 წლის ფრანგი კალათბურთელი კევინ სერაფინი “ნიუ იორკი” – “ნიუ ორლეანის” (95:87) მატჩზე ახალი ვარცხნილობით წარსდგა. საფრანგეთის დედაქალაქში ტერორისტული აქტების დროს გარდაცვლილთა პატივის მისაგებად კალათბურთელს თავზე პარიზი ეწერა.

მატჩის შემდეგ სერაფინმა თავის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე სურათი ატვირთვა და იქვე მიაწერა: “ეს გამარჯვება პარიზის ტერაქტების დროს დაზარალებულ ადამიანებს ეძღვნება”.

0.11326