ურუგვაის ეროვნული ნაკრების შეკრებაზე მყოფ ედინსონ კავანის პარიზში დაბრუნება არ უნდა. როგორც ავტორიტეტულ ფრანგულ გამოცემა “ეკიპს” კავანის სანაკრებო თანაგუნდელმა ალვარო გონსალესმა განუცხადა, ედინსონს ურჩევნია ამ ეტაპზე საფრანგეთის დედაქალაქში არ დაბრუნდეს.
“ედინსონმა მითხრა, რომ პარიზში დაბრუნებას არ აპირებს”, - თქვა გონსალესმა.
გარდა კავანისა, პსჟ-ს კიდევ ერთი ფეხბურთელი, კერძოდ, დავიდ ლუიზიც შეშინებულია პარიზული მოვლენების გამო და გალიის მთავარ ქალაქში დაბრუნებაზე ბრაზილიელიც ყოყმანობს. დააკისრებს თუ არა ურჩ ფეხბურთელებს “პარი სენ ჟერმენი” სანქციებს უცნობია.