ფეხბურთი

16:09 | 16.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

თარგამაძე უკრაინულ კარიერაზე

26 წლის ქართველმა გარემარბმა დავით თარგამაძემ უკრაინულ ტელევიზიასთან (2X2) საუბარში აღნიშნა, რომ ყველაზე მეტად სათამაშო პრაქტიკა სჭირდება, რაც "ოლექსანდრიაში" თავის დროზე, 5 წლის წინ მიიღო და ახლაც ასეა.

"5 წლის წინ, როცა "ოლექსანდრიაში" პირველად მოვედი, მაშინდელ სიტუაციაზე გეტყვით: სანამ "ოლექსანდრიაში" გადმოვიდოდი, საქართველოში ვვარჯიშობდი სამი თვის განმავლობაში, მაგრამ იქაურ გუნდებთან კონტრაქტი არ გამიფორმებია. ეს იმიტომ, რომ საქართველოს ჩემპიონატი არცთუ ძლიერია. აგენტმა დამირეკა და "ოლექსანდრიას" ვარიანტზე მაცნობა. სიმართლე გითხრათ, ამ კლუბზე არაფერი ვიცოდი, სახელიც კი არ მქონდა გაგონილი, მაგრამ მაინც დავთანხმდი გადასვლას. ზოგიერთი ჟურნალისტი, რომელიც პირადად მიცნობდა, მეკითხებოდა: "ბუნდესლიგის გუნდში იყავი და რატომ წახვედი უკრაინის პირველ ლიგაში?". ემოციური თვალსაზრისით ეს მართლაც არ იყო იოლი, მაგრამ თამაში მინდოდა. უკრაინაში რომ ჩამოვედი, ენა არ ვიცოდი, არაფერი არ მესმოდა. მხოლოდ რამდენიმე სიტყვა ვიცოდი: "გამარჯობა", "მე დავითი მქვია", "ნახვამდის". თუმცა, თანდათან ვისწავლე.

...რაც შეეხება "შახტარში" გადასვლას: იყო საუბრები ჩემს გადასვლაზე "პორტუში", "პანათინაიკოსში", პაოკ-ში და სხვაგან. თუმცა ყურადღებას არ ვაქცევდი, თუ რას წერდნენ. კონკრეტული წინადადება "შახტარიდან" იყო, კლუბის წამომადგენლები ჩემს აგენტს შეხვდნენ, დეტალები განიხილეს და ასე შედგა ჩემი ტრანსფერი".

ცნობისთვის, თარგამაძე ახლაც "შახტარის" საკუთრებაა და წლის ბოლომდეა "ოლექსანდრიაში" განათხოვრებული. შემდეგ რა იქნება, ჯერ უცნობია.

თარგამაძემ ის პერიოდიც გაიხსენა, როცა ომის გამო მარიუპოლის "ილიჩივეციდან" წასვლა მოუწია.

"12 საათზე ვარჯიში იყო დანიშნული და დილით დამირეკა მთავარი მწვრთნელის თანაშემწემ. მეუბნება, სახლიდან არ გამოხვიდეო. ქალაქში ტანკები მოძრაობდნენ და ისროდნენ. ორი დღე არ გავსულვარ სახლიდან. საომარი მდგომარეობა იყო, ჩემი თვალით ვხედავდი. ისე, უკრაინა ძალიან მიყვარს. უკვე 5 წელია, რაც აქ ვცხოვრობ და თავს ისე ვგრძნობ, როგორც საქართველოში".

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.126612