შვედეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა დანიასთან მოგებული (2:1) პლეიოფის პირველი მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ შეხვდრის დროს პარიზის ტერაქტის დავიწყება რთული გახლდათ.
“მატჩზე ფოკუსირებას შევეცადე, მაგრამ რთული იყო. პარიზში დიდი ტრაგედია მოხდა. მატჩს რაც შეეხება, ვითამაშეთ, თუმცა 2:0-ის შემდეგ მოვეშვით. გუნდი დაღლილი იყო. მანამდე ჩვენ უფრო ბევრი სახიფათო მომენტი გვქონდა. ერთი გოლი გავუშვით, თუმცა საბოლოოდ მატჩი მაინც მოიგეთ.” – ციტირებს ზლატანის სიტყვებს Voetbal International-ი.
იბრაჰიმოვიჩი პარიზულ გუნდ პსჟ-ში უკვე მეოთხე სეზონია თამაშობს. დანიასთან გამართულ შეხვედრებში კი ზლატანმა გოლი პირველად გაიტანა.