ფეხბურთი

12:28 | 15.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ასამოა ფეხბურთიდან ლევან კობიაშვილმაც გააცილა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ყოფილი თანაგუნდელის, ჯერალდ ასამოას ფეხბურთიდან გაცილების მატჩში ითამაშა. კობიაშვილი და ასამოა რამდენიმე წლის განმავლობაში თანაგუნდელები იყვნენ “შალკეში”.

37 წლის ასამოას ბენეფის-მატჩი გელზენკირხენში გაიმართა და 61 000 გულშემატკივარი დაესწრო. “ასამოას მეგობრები” – “შალკეს ყველა დროის ვარსკვლავები” 4:4 დასრულდა.

ასამოამ ”შალკეში” 11 სეზონი გაატარა, 249 მატჩში 44 გოლი გაიტანა, გერმანიის ნაკრებშიც თამაშობდა. ბოლოს ის “შალკეს” სარეზერვო გუნდში ირჯებოდა.

კობიაშვილის გარდა, ასამოას გაცილების მატჩში ითამაშეს ისეთმა ცნობილმა ფეხბურთელებმა, როგორებიც არიან რაფინია, კევინ კურანი და ჰაიკო ვესტერმანი, თუმცა, რა თქმა უნდა, ვეტერანები სჭარბობდნენ: დარიო როდრიგესი, იორგ ბიომე, ლინკოლნი, ებე სანდი, იენს ლემანი, კრისტოფ მეცელდერი, ოლივერ ნოივილი, მიკე ჰანკე და სხვები.

კობიაშვილმა “შალკეს ყველა დროის ვარსკვლავებში” ითამაშა.

0.121368