ფეხბურთი

23:44 | 14.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

“არსენალი” ჩერიშევით დაინტერესდა

ლონდონის “არსენალი” მადრიდის “რეალისა” და რუსეთის ნაკრების ნახევარმცველით დენის ჩერიშევით დაინტერესდა – იუწყება პორტალი Fichajes.net.

დენისს “რეალში” თამაში თითქმის საერთოდ არ უწევს, რითაც ძალიან უკმაყოფილოა და “სანტიაგო ბერნაბეუს” დატოვება აქვს გადაწყვეტილი. ფეხბურთელის გაშვების წინააღმდეგ არც რაფაელ ბენიტესია, რომელიც რუს მოთამაშეს არ ენდობა.

24 წლის ნახევარმცველს “ბლანკოსთან” მოქმედი კონტრაქტი 2017 წლამდე აკავშირებს და 10 მილიონ ევროდაა შეფასებული. “არსენალის” გარდა, რუსით “ვალენსია” და “ვილიარეალი” ინტერესდებიან.

მიმდინარე სეზონში ჩერიშევმა მხოლოდ 58 წუთი გაატარა მინდორზე და ერთი საგოლე გადაცემის გაკეთება მოასწრო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118067