ფეხბურთი

0:53 | 15.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერი” “საუთჰემპტონის” თავდასხმის მოშლას აპირებს

“მანჩესტერ იუნაიტედი” ზამთრის სატრანსფერო პერიოდში “საუთჰემპტონის” თავდამსხმელების სადიო მანეს და გრაციანო პელეს გადაბირებას შეეცდება. ინფორმაციას Daily Telegraph-ი ავრცელებს.

პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში “წმინდანებმა” 12 შეხვედრაში 19 გოლი გაიტანეს, აქედან ჯამში 9 გოლი ზემოთაღნიშნულ ფეხბურთელებზე მოდის.

იტალიელ ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2017 წლამდე აკავშირებს, ხოლო სენეგალელს – 2018 წლამდე.

მანეს სატრანსფერო ღირებულება 18 მილიონ ევროს შეადგენს, ხოლო პელეს ფასი 11 მილიონი ევრო გახლავთ.

0.124898