იტალიური “რომას” ხელმძღვანელობა არგენტინელი შემტევი ნახევარმცველის, ხუან მანუელ იტურბეს მილანის “ინტერის” მცველში, ანდრეა რანოკიაში გაცვლის შესაძლებლობას განიხილავს.
SportMediaset-ის ცნობით, რომაელები მილანელებს მსგავსი შეთავაზებით ზამთრის სატრანსფერო პერიოდში მიმართავენ.
27 წლის რანოკიამ “ინტერთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა, მაგრამ კაპიტნის სამკლავური დაკარგა. მან სერია ა-ს მიმდინარე სეზონის 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა აქედან 8 შემთხვევაში შეცვლაზე ითამაშა და ჯამში მოედანზე მხოლოდ 176 წუთი გაატარა.
22 წლის არგენტინელმა, რომლის ანგარიშზეც სერია ა-ს 8 მატჩში 1 გოლია, ბოლო დროს “რომას” შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და მოედანზე თითქმის აღარ ჩნდება. თავის მხრივ, “ინტერი” ნახევარმცველს ეძებს და შესაძლოა, ეს გარიგება რეალურად განხორციელდეს. რანოკიას შეძენის მსურველთა შორის “ლაციო”, “ნორვიჩი” და “კრისტალ პალასი” სახელდებიან.