დღეს, ნიონში 17 და 19-წლამდე ქალთა 2016-17 წლების ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა გაიმართა. საქართველოს 17-წლამდე ქალთა ნაკრები მე-5, ხოლო 19-წლამდელები მე-7 ჯგუფში გადანაწილდნენ. ჯერჯერობით არაა ცნობილი, თუ რომელი ქვეყნები უმასპინძლებენ მინიტურნირებს. 17-წლამდელთა საკვალიფიკაციო ტურნირი 2016 წლის 1 აგვისტოდან 31 ოქტომბრის პერიოდში გაიმართება, 19-წლამდელთა კი 2016 წლის 12-20 სექტემბრის ან 17-25 ოქტომბრის განმავლობაში.
17-წლამდელთა ფინალური ეტაპი 2017 წელს ჩეხეთში გაიმართება. მანამდე კი ამ ასაკობრივი ჯგუფის 44 ქვეყნის გუნდს საკვალიფიკაციო ეტაპზე მოუწევს თამაში. ამ ეტაპის გვერდის ავლის უფლება, ფინალური ტურნირის მასპინძელ ქვეყანას ჩეხეთსა და ესპანეთს აქვთ, რომელიც პირდაპირ ელიტრაუნდში იასპარეზებს. საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები მე-5 ჯგუფში იტალიის, ფინეთისა და პორტუგალიის გუნდებთან ერთად მოხვდა.
ელიტრაუნდში ჯგუფური ტურნირების საუკეთესო 2-2 გუნდი და ერთიც მესამეადგილოსანი გავლენ. უკვე ამ ეტაპიდან ჩეხეთში გასამგზავრებელი 7 საგზურის მფლობელი 24 გუნდიდან გამოვლინდება. შეგახსენებთ, რომ ამ ასაკობრივ ჯგუფში მეოთხე წელია ფინალური ეტაპი ახალი სისტემით ტარდება და მასში 8 გუნდი მონაწილეობს. ახალი ფორმატის ფინალური ეტაპის მასპინძლები უკვე იყვნენ, ინგლისი, ისლანდია, ხოლო 2016 წლის მაისში ფინალს ბელარუსი მასპინძლობს.
1 ჯგუფი: შვეიცარია, დანია, სლოვაკეთი, ისრაელი
2 ჯგუფი: შვედეთი, საბერძნეთი, მონტენეგრო, მალტა
3 ჯგუფი: პოლონეთი, უნგრეთი, აზერბაიჯანი, ესტონეთი
4 ჯგუფი: ნორვეგია, ჰოლანდია, ბულგარეთი, მოლდოვა
5 ჯგუფი: იტალია, ფინეთი, პორტუგალია, საქართველო
6 ჯგუფი: საფრანგეთი, შოტლანდია, ხორვატია, ყაზახეთი
7 ჯგუფი: გერმანია, თურქეთი, უელსი, ლატვია
8 ჯგუფი: ინგლისი, რუსეთი, სლოვენია, ლიტვა
9 ჯგუფი: ბელგია, სერბეთი, რუმინეთი, უკრაინა
10 ჯგუფი: ირლანდია, ისლანდია, ბელარუსი, ფარერები
11 ჯგუფი: ავსტრია, ჩრდილოეთ ირლანდია, ბოსნია და ჰერცოგოვინა, მაკედონია
17-წლამდელთა შესარჩევი ციკლისგან მცირედი განსხვავებით ტარდება ჯგუფური საკვალიფიკაციო ეტაპი ქალთა შორის 19-წლამდელთა ნაკრებებისთვის.კენჭისყრის შედეგად ჯგუფებში გამარჯვებულ 2-2 საუკეთესოს და ერთსაც მესამე ადგილს ელიტრაუნდში პირდაპირი წესით საფრანგეთი, ინგლისი და გერმანია დაემატებიან. ფინალურ სტადიაზე კი ელიტრაუნდში წარმატებული 7 გუნდი და მასპინძელი ჩრდილოეთ ირლანდიის გუნდი იასპარეზებს. ქართველ 19-წლამდელთა ნაკრები მე-7 ჯგუფში იასპარეზებს შვედეთის, პორტუგალიასა და ბოსნია და ჰერცოგოვინას ნაკრებებთან ერთად.
1 ჯგუფი: ნორვეგია, რუმინეთი, პოლონეთი, სომხეთი
2 ჯგუფი: ირლანდია, იტალია, უელსი, მაკედონია
3 ჯგუფი: ბელგია, ავსტრია, ბელარუსი, ლიტვა
4 ჯგუფი: შოტლანდია, სერბეთი, კვიპროსი, ალბანეთი
5 ჯგუფი: რუსეთი, სლოვენია, საბერძნეთი, ისრაელი
6 ჯგუფი: ფინეთი, ისლანდია, ფარერები, ყაზახეთი
7 ჯგუფი: შვედეთი, პორტუგალია, ბოსნია და ჰერცოგოვინა, საქართველო
8 ჯგუფი: ესპანეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, ლატვია
9 ჯგუფი: შვეიცარია, ჩეხეთი, ხორვატია, ესტონეთი
10 ჯგუფი: ჰოლანდია, თურქეთი, მოლოდვა, ბულგარეთი
11 ჯგუფი: დანია, უნგრეთი, სლოვაკეთი, მონტენეგრო
ორივე ასაკობრივ ჯგუფებში ელიტრაუნდის ტურნირები 2017 წელს გაზაფხულზეა დაგეგმლი.
სფფ-ის პრესსამსახური