ფეხბურთი

13:42 | 13.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

გორელიშვილი “დილადან” “ცხინვალში”

საქართველოს ჩემპიონ გორის “დილას” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი მიხეილ გორელიშვილი კარიერას “ცხინვალში” გააგრძელებს. ამის შესახებ ცხინვალელთა ვებგვერდი წერს. 22 წლის ნახევარმცველმა კახა კაჭარავას გუნდთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და თუ მხარეებს სურვილი ექნებათ, იგი 6 თვით გახანგრძლივდება.

გორელიშვილი გორის დილაში 2012-2013 წლებში თამაშობდა, მერე კარიერის გასაგრძელბლად რუსეთს მიაშურა და ქვედალიგელ “ტოსნოში” გატარებული წელიწადნახევრის შემდეგ გორში დაბრუნდა, რომელთანაც ერთად გასულ სეზონში საქართველოს ჩემპიონი გახდა. წინა სეზონში უამაღლეს ლიგაში 12 მატჩში 5 გოლის გატანა შეძლო.

0.117521