ფეხბურთი

22:15 | 12.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

კლოზე MLS-ში გადავა

გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფორვარდის, ამჟამად რომის “ლაციოს” თავდამსხმელ მიროსლავ კლოზეს მიმართ ერთბაშად რამდენიმე ამერიკული კლუბი იჩენს ინტერესს.

37 წლის გერმანელს “არწივებთან” მოქმედი კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება, თუმცა მან შესაძლოა რომი ვადაზე ადრე დატოვოს. მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს “ლოს-ანჯელეს გალაქსი” და “ნიუ-იორკ რედ ბულზი” იჩენენ.

ვეტერანმა ფეხბურთელმა სერია A-ს მიმდინარე სეზონის ხუთ მატჩში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ გატანილი გოლით თავი ჯერ არ გამოუჩენია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114014