ფეხბურთი

21:55 | 12.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ობამეიანგს მუხლი აწუხებს

დორტმუნდის “ბორუსიას” გაბონელ თავდამსხმელ პიერ-ემერიკ ობამეიანგს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა.

გავრცელებული ინფორმაციით, 26 წლის ფეხბურთელს კუნთების დაჭიმულობის დიაგნოზი დაუსვეს და ეროვნული ნაკრების რიგებში მოზამბიკთან 0:1 წაგებულ შეხვედრაში ამის გამო ვერ ითამაშა.

“დორტმუნდის” ოფიციალურ “თვითერზე” დაადასტურეს, რომ მათ ფორვარდს ტრავმა აწუხებს, მაგრამ არა კუნთების, არამედ მუხლის.

შეგახსენებთ, რომ ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 12 მატჩში ობამეიანგმა 14 გოლი გაიტანა და ის პოლონელ რობერტ ლევანდოვსკისთან (მიუნხენის “ბაიერნი”) ერთად, ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირთა სიას ლიდერობს.

0.113733