ფეხბურთი

18:47 | 12.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფიფამ კანდიდატები დაამტკიცა, პლატინი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას

როგორც ფიფას ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის საპრეზიდენტო არჩევნებში პრინცი ალი ბინ ალ-ჰუსეინი, ჟერომ შამპანი, ჯანი ინფანტინო, შეიხი სალმან ბინ იბრაჰიმ ალ-ხალიფა და ტოკიო სევალე იბრძოლებენ. კანდიდატთა სიაში უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი ვერ მოხვდა.

“როიტერის” ინფორმაციით, მიშელს ეთიკის კომიტეტის გადაწყვეტილება გასაჩივრებული აქვს და თუ საქმეს მოიგებს, მის კანდიდატურას ფიფა განიხილავს.

ფრანგს და ზეპ ბლატერს ფიფას ეთიკის კომიტეტმა კორუფციული გარიგების ბრალდების გამო უფლებამოსილება 90 დღით შეუჩერა. შესაბამისად, პლატინის კანდიდატურა ფიფამ არ დაამტკიცა.

ფიფამ ასევე არ დაამტკიცა ლიბერიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ მუსა ბილითის კანდიდატურაც. აფრიკელი საფეხბურთო ჩინოვნიკი საქმიანობას 6 თვით ჩამოშორეს. ბილითის შანსი აქვს ლოზანას სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში ფიფას გადაწყვეტილება გაასაჩივროს.

ფიფას საპრეზიდენტო არჩევნები 2016 წლის 26 თებერვალს გაიმართება.

0.13332