კალათბურთი

16:30 | 12.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბურჯანაძის 33 ქულა 36 წუთში

საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა კალათბურთელმა ბექა ბურჯანაძემ ესპანეთის რანგით მე-2 ლიგა ლებ-გოლდში ჩინებული მატჩი ჩაატარა. 22 წლის ფორვარდმა 33 ქულა ჩააგდო, თუმცა, გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა.

ტურნირის ერთ-ერთ ლიდერ “ამიქს კასტელოსთან” გასვლით შეხვედრაში ბურჯანაძე “”ლეიმა ბასკეტ კორუნას” სასტარტო ხუთეულში იყო და 36:03 წუთში 33 ქულა, 9 მოხსნა (2 შეტევაში) და 1 პასი მიითვალა.

ბექამ 9-დან 6 ორქულიანი, 9-დან 5 სამქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

ქართველი კალათბურთელის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 36-ს უწია და გასაკვირი არ ყოფილა, რომ ის მატჩის უძვირფასესი მოთამაშე (MVP) გახდა.

აღსანიშნავია, რომ ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფი ლა კორუნიელები პირველი ტაიმის შემდეგ, ფავორიტად შერაცხულ მეტოქეს 14 ქულის სხვაობით ამარცხებდნენ, თუმცა, უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს.

“ლეიმა ბასკეტ კორუნას” 6 მარცხის წილ ერთადერთი გამარჯვება შერჩა და 16-გუნდიან ლიგაში მე-14 ადგილამდე დავქეითდა, შემდეგ მატჩს კი, 15 ნოემბერს, შინ, “პენას უესკასთან” ჩაატარებს.

0.116791