ქართველი ჩოგბურთელი ალექსანდრე მეტრეველი თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირს მერვედფინალში გამოეთიშა.
მე-2 ნომრად განთესილმა მეტრეველმა საწყის რაუნდში იტალიელ დანიელე კაპეჩისთან 6:4, 4:6, 6:4 იმარჯვა, მე-2 წრეში კი უკრაინელ მარატ დევიატაროვთან 5:7, 1:4 მარცხდებოდა, როდესაც თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.