ჩოგბურთი

0:32 | 12.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავამ ფრანგები არ გაახარა

ქალთა შორის საქართველოს პირველმა ჩოგანმა სოფო შაფათავამ ფრანგულ ეკუერდრევილში მიმდინარე 25-ათასიან ტურნირზე ორ მასპინძელს აჯობა და მეოთხედფინალში კიდევ ერთ ფრანგს ეთამაშება.

მე-3 ნომრად განთესილმა შაფათავამ საწყის რაუნდში კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ სელინ ჩესქუირს 6:2, 6:1 სძლია, გუშინ კი, ასევე კვალიფიკანტ კლემენს ფაიოლს 7:5, 6:4 მოუგო.

მეოთხედფინალში სოფოს პირისპირ საფრანგეთის მორიგი წარმომადგენელი კინი ლაინე დადგება, რომელმაც გზიდან ესპანელი ესტრელა კაბეზა-კანდელა ჩამოიშორა. ეს უკანასკნელი 5:7, 3:4 მარცხდებოდა, როდესაც თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.

0.118782