ფეხბურთი

14:21 | 11.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვალენსიამ ოპერაცია გაიკეთა

ეკვადორის ეროვნული ნაკრების და “მანჩესტერ იუნაიტედის” მარჯვენა გარემარბმა ანტონიო ვალენსიამ მარცხენა ფეხზე ოპერაცია გაიკეთა. ქირურგიული ჩარევის შემდეგ სამხრეთამერიკელმა ფოტო “თვითერის” გვერდზე განათავსა.

ფეხბურთელმა დაზიანება პრემიერლიგის მე-10 ტურში “მანჩესტერ სიტისთან” მატჩში მიიღო. ჯერჯერობით უცნობია ვალენსია მოედანს რამდენ ხანში დაუბრუნდება.

მიმდინარე სეზონში ანტონიომ ყველა საკლუბო ტურნირზე 9 მატჩი ჩაატარა და თავი 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115685