ფეხბურთი

14:06 | 11.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვარდი “რეალს” უარყოფს

ინგლისის ეროვნული ნაკრების და “ლესტერის” თავდამსხმელი ჯეიმი ვარდი მადრიდის “რეალთან” დაკავშირებულ ცნობებს უარყოფს.

“ეს ყველაფერი სპეკულაციაა. ძალიან ბენიერი ვარ იმით, რასაც “ლესტერთან” ერთად ვაკეთებ და შესალოა ეს პროცესი დიდი ხნით გაგრძელდეს. პრემიერლიგში როგორც მე, ასევე გუნდსაც ჩინებული სტარტი გვაქვს.” – განუცხადა sky sports-ს ფეხბურთელმა.

ჯეიმიმ მიმდინარე სეზონში ზედიზედ 10 მატჩში 10 გოლი გაიტანა და რუდ ვან ნისტელროის რეკორდი გაიმეორა. ის ამჟამად 12 გოლით პრემიერლიგის ბომბარდირთა დავას ლიდერობს და ასეთი წარმატებული თამაშის გამო, ევროპულმა მედიამ ინგლისელი “სამეფო კლუბს” დაუკავშირა.

0.134471