ფეხბურთი

11:32 | 11.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

“პორტუ” – გუნდი, რომელიც არ აგებს

ევროპის რვა წამყვან ჩემპიონატში მონაწილე გუნდთაგან პორტუგალიური “პორტუ” ერთადერთია, რომელსაც მიმდინარე სეზონში ჯერ თამაში არ წაუგია. “დრაკონებმა” აქამდე ყველა ტურნირის ჩათვლით 14 მატჩი გამართეს, საიდანაც 10 მოიგეს, 4 კი ფრედ დაასრულეს. შიდა ჩემპიონატში იულიან ლოპეტეგის ბიჭების მონაგარი 6 გამარჯვება და სამი ფრეა. ჩემპიონთა ლიგაზე – 3 მოგება, ერთი ფრე, ხოლო ერთი თამაში “პორტუმ” პორტუგალიის თასზე მოიგო.

მიმდინარე სეზონში წაუგებელი სერიის მხრივ საუკეთესო მაჩვენებლი კი იტალიურ “ნაპოლის” აქვს – ნეაპოლიტანელებს სერია A-სა და ევროპა ლიგაზე ჯამში 15 თამაშია მარცხი არ განუცდიათ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123099