ფეხბურთი

0:15 | 10.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

“სუონსისა” და მიჩუს გზები გაიყარა

ესპანელმა შემტევმა მიგელ პერეს კუესტამ - იგივე მიჩუმ “სუონსისთან” მოქმედი კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა. აღნიშნული ინფორმაცია უელსური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

29 წლის ფეხბურთელი “სუონსიში” 2012 წელს გადავიდა და გარკვეული პერიოდის განმალობაში კლუბის წამყვან მოთამაშედაც ითვლებოდა. გასულ სეზონში ის “ნაპოლიში” გახლდათ განათხოვრებული, თუმცა ტრავმების გადამკიდე მხოლოდ 6 მატჩი ჩაატარა იტალიელთა რიგებში. მიმდინარე სეზონის დაწყების წინ მიჩუ “სუონსიში” დაბრუნდა, თუმცა მინდორზე არ გამოჩენილა.

მიჩუმ “გედების” მაისურით 67 მატჩი ჩაატარა და 28 გოლი გაიტანა. მან უელსური კლუბის რიგებში 2013 წელს ინგლისის ლიგის თასი მოიგო.

0.101075