ფეხბურთი

16:46 | 9.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

რამოსი ინგლისთან ვერ ითამაშებს

ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს 13 ნოემბერს ინგლისთან ამხანაგურ მატჩში სერხიო რამოსი დააკლდება. მადრიდის “რეალის” მცველმა “სევილიასთან” ლა ლიგის მე-11 ტურის შეხვედრაში (2:3) მხარი დაიზიანა და 32-ე წუთზე მოედნის დატოვება მოუწია.

მადრიდის “რეალის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, რამოსს საფუძვლიანი გამოკვლევა სამშაბათს ჩაუტარდება და მოედანზე მისი დაბრუნების ზუსტი დროც ამის შემდეგ გახდება ცნობილი.

0.118895