“ლივერპულის” მთავარ მწვრთნელი ზამთრის სატრანსფერო პერიოდში “ემპოლის” ნახევარმცველის რიკარდო საპონარას გადაბირებას შეეცდება. როგორც Tutto Sport-ი იუწყება, გერმანელი სპეციალისტი იტალიელის თამაშით მოხიბლულია.
საპონარა ლევან მჭედლიძის თანაგუნდელი 2015 წლის ზაფხულში გახდა. “ემპოლიმ” რიკარდოს სანაცვლოდ “მილანს” 4 მილიონი ევრო გადაუხადა.
მიმდინარე სეზონში 23 წლის მოთამაშემ იტალიის ჩემპიონატში 8 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა, მისმა სატრანსფერო ღირებულებამ კი 8-დან 12 მილიონ ევრომდე აიწია.