ფეხბურთი

17:25 | 8.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლას მომავალი პირველი წრის შემდეგ გაირკვევა

მიუნხენის “ბაიერნის” მმართველი კარლ-ჰაინც რუმენიგე აღნიშნავს, რომ ახლა კონცენტრაცია პირველი წრის წარმატებით დასრულებაზე კეთდება, რის შემდეგაც ის გუნდის მთავარ მწვრთნელ პეპე გვარდიოლას შეხვდება და მისი მომავალიც გაირკვევა.

“ბაიერნის” ოფიციალურმა საიტმა მისი კომენტარი “შტუტგარტთან” 4:0 მოგებული მატჩის შემდეგ გამოქვეყნა.

“მშვიდად მეც და მწვრთნელიც. პირველი წრის დასრულების შემდეგ მოლაპარაკებებს წარმართავთ და ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში, მის შედეგებს გაგაცნობთ” - თქვა რუმენიგემ.

შეგახსენებთ, რომ გვარდიოლას მოქმედ კონტრაქტს ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს გასდის. შესაბამისად, პრესაში ხშირად ჩნდება ინფორმაცია მისი წასვლის და ამა თუ იმ კლუბში გადასვლასთან დაკავშირებული ინფორმაცია. ყველაზე მეტად გვარდიოლას სახელს ორ ინგლისურ გრანდს - “მანჩესტერ სიტის” და ლონდონის “ჩელსის” უკავშირებენ.

0.11565