სხვა

13:32 | 8.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

მარცხიანი სტარტი ფუკუოკაში

ფუკუოკაში დაწყებული ნოემბრის ბაშოს საწყისი დღე წარუმატებელი გამოდგა ქართველი სუმოისტებისთვის. როგორც თეიმურაზ ჯუღელს (გაგამარუ), ასევე ლევან გორგაძეს (ტოჩინოშინს) მარცხი შეემთხვათ.

აღმოსავლეთის კომუსუბის წოდების მქონე ტოჩინოშინი კიუშიუ ბაშოს პირველ ტურში დასავლეთის იოკოძუნა ჰაკუჰოს შეხვდა და უვატენაგეთი დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ გორგაძემ ძლევამოსილ მონღოლთან ზედიზედ მე-20 შერკინება დათმო, თუმცა, ამჯერად, საკმაო წინააღმდეგობა გაუწია და უშანსოდ ნამდვილად არ ყოფილა.

ასევე უვატენეგეთი სძლია დასავლეთის მე-10 მაეგაშირა შოჰოძანმა გაგამარუს, რომელიც აღმოსავლეთის მე-11 მაეგაშირას ტიტულით ირჯება.

პირველ დღეს მოულოდნელი აღმოსავლეთის იოკოძუნა კაკურიუს მარცხი იყო. მან დასავლეთის კომუსუბი იოშიკაძესთან ვატაშიკომით წააგო.

9 ნოემბერს გაგამარუს მეტოქე აღმოსავლეთის მე-10 მაეგაშირა სოკოკურაი იქნება, ხოლო ტოჩინოშინი ოძეკი კოტოშოგიკუს შეერკინება.

ნოემბრის ბაშოს პირველი დღის მიმოხილვა

გაგამარუს ორთაბრძოლა – 2:15-დან, ტოჩინოშინის – 11:01-დან

0.124983