ფეხბურთი

2:05 | 8.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" წაგებას გადაურჩა, ეფექტური დონადონი

ჯანლუიჯი დონარუმა სულ რაღაც 16 წლისაა და სერია A-ში ოდენ მეოთხედ ითამაშა, მაგრამ ბერგამოს “ატალანტასთან” მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი სწორედ “მილანის” კარის დარაჯი გახლდათ. მიუხედავად იმისა, რომ “როსონერი” ბერგამოელებთან ფავორიტის სტატუსით თამაშობდა, მოპოვებული ქულით კმაყოფილი უნდა იყოს. დონარუმამ განსაკუთრებით კარგად მეორე ტაიმი ჩაატარა, როცა ლუკა ჩიგარინის, მაქსი მორალესისსა და მაურისიო პინილიას ანაგრიშის გახსნა არ დაანება. შეიძლება ისიც ითქვას, რომ “მილანზე” მეტად დღევანდელ თამაშში ქულები სტუმრებმა დაკარგეს. ბოლოსკენ სინიშა მიხაილოვიჩს ნერვებმა უმტყუნა და სათადარიგო სკამიდან გააძევეს. არადა, “მილანს” უკვე ზედიზედ 5 თამაშია არ წაუგია, მაგრამ თავის მხრივ სამმატჩიანი მოგებების სერია შეწყვიტა.

“ბოლონიას” სანამ რობერტო დონადონი ჩაიბარებდა, აქტივში 6 ქულა ჰქონდა, ხოლო მას მერე რაც იტალიის ნაკრების ექსთავკაცი ხელმძღვანელობს, ემილიელებმა ამდნივე ქულა ორ თამაშში დააგროვეს. “როსობლუმ” ამჯერად ვერონაში, ადგილობრივი “ჰელასი” დასაწყისშივე გატანილი ორი გოლით დაამარცხა. მიჯრით მეორე ტურია გოლს იტანს ემანუელე ჯაკერინი, რომელიც ერთ დროს “სკუადრა აძურას წევრი იყო. “ვერონა” კი დღემდე მოუგებლად თამაშობს და ამ მხრივ ჩემპიონატში ერთადერთი გუნდია.

“ვერონა” – “ბოლონია” 0:2 (0:2)

ვერონა, “ბენტეგოდი”

მაყურებელი: 18 000

“ვერონა” (4-3-3): რაფაელი; პიზანო (სილიგარდი 59), მორასი, ჰელანდერი, სუპრაიენი (მატუზალემი 79); სალა, გრეკო, ჰალფრედსონი; იანკოვიჩი (იონიტა 67), პაცინი, გომესი

მწვრთნელი: ანდრეა მანდორლინი

“ბოლონია” (4-3-3): მირანტე; როსეტინი, გასტალდელო, მაიეტა, მაზინა; დონსა (ტაიდერი 76), დიავარა, ბრიენცა (ბრიგი 61); რიცო, დესტრო, ჯაკერინი (მუნირი 71)

მწვრთნელი: რობერტო დონადონი

გოლები: 0:1 ჯაკერინი (6), 0:2 დონსა (14)

გაფრთხილება: პაცინი (88) – დონსა (71)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 7 (2) – 9 (5) ბურთის ფლობა: 55%-45% კუთხურები: 9:4 თამაშგარე: 3:3

მსაჯი: დანიელე ორსატო

“მილანი” – “ატალანტა” 0:0 (0:0)

მილანი, “სან სირო”

მაყურებელი: 34 000

“მილანი” (4-3-3): დონარუმა; დე შილიო (კალაბრია 46), მექსე, რომანიოლი, ანტონელი; კუჩკა (ლუის ადრიანო 64), მონტოლივო, პოლი; ჩერჩი, ბაკა, ნიანგი (ჰონდა 72)

მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი

“ატალანტა” (4-3-3): სპორტიელო; რაიმონდი, ტოლოი, პალეტა, დრამე (ბელინი 19); გრასი (კარმონა 72), დე რუნი, ჩიგარინი; მორალესი, პინილია (დენისი 90), გომესი

მწვრთნელი: ედუარდო რეია

გაფრთხილება: დე შილიო (25), მექსე (59), კალაბრია (78), ბაკა (84) – ჩიგარინი (42), პინილია (49), გომესი (56), კარმონა (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 5 (2) – 14 (5) ბურთის ფლობა: 51%-49% კუთხურები: 4:6 თამაშგარე: 5:2

მსაჯი: პიერო ჯაკომელი

თეგებისერია A
0.18108