ოთხ ტურიანი იძულებითი უქმობის მერე საფრანგეთის ლიგა 1-ში ძირითად შემადგენლობას დაუბრუნდა ჯაბა კანკავა, რომელმაც ტრავმა მოიშუშა. საქართველოს ნაკრების კაპიტანი “აიაჩოსთან” (1:2) მატჩში მოედანზე 90 წუთი იყო. “რეიმსი” კი კრიზისიდან გამოსვლას ვერ ახერხებს. დღევანდელი თამაში ზედიზედ მეხუთეა, რომელიც ამ გუნდმა წააგო და სატურნირო ცხრილში დაღმასვლას განაგრძობს. მე-13 ტურისთვის 15 ქულა აქვს და მეცამეტე საფეხურზეა.
გიორგი არაბიძე ამჯერად დონეცკის “შახტარის” სამატჩო განაცხადში ვერ მოხვდა. მის გარეშე კი დონბასელებმა სტუმრად “ოლექსანდრიას” 3:2 მოუგეს. მასპინძელთა შორის დავით თარგამაძე, რომელიც “შახტარის” საკუთრებაშია და კონტრაქტის თანახმად მათ წინააღმდეგ თამაში არ შეუძლია. “მეშახტეები” 34 ქულით ლიდერობენ, ხოლო “ოლექსანდრიას” 13 ქულით მეცხრეა.
ლვოვის “კარპატი” შინ ხარკოვის “მეტალისტს” დაუზავდა (1:1). ლვოველთა შორის თავიდან ბოლომდე ითამაშა ბუბა დაუშვილმა. “კარპატი” კი 17 ქულით მეშვიდე ადგილზეა.
პორტუგალიის სეგუნდა ლიგაში ავთო ებრალიძის “ჟილ ვისენტე” საკუთარ მოედანზე “ვარზიმს” დაუზავდა (1:1). ქართველი ფეხბურთელი 90 წუთი გაისარჯა. მის გუნდს კი, 15 ტურში 19 ქულა აქვს და მე-14 პოზოციას იკავებს.