კალათბურთი

21:52 | 6.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

,,ბათუმმა“ ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო

საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 25-ე ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის მეოთხე ტური ბათუმში ადგილობრივი ,,ბათუმისა“ და ,,რუსთავის“ შეხვედრით გაიხსნა. შეიძლება ითქვას, რომ პირველივე ტაიმში გადაწყდა, მატჩის ბედი რომელიც მასპინძლებმა 19 ქულის სხვაობით 50:31 მოიგეს. სტუმრებმა მესამე მეოთხედში გაიბრძოლეს, მაგრამ მხოლოდ ქულათა სხვაობის ერთი ქულით შემცირება მოახერხეს. დარჩენილ დროში ,,ბათუმის“ უპირატესობა კიდევ უფრო აშკარა გახდა და მან დიდი ანგარიშით 92:64 დაამარცხა მეტოქე , რითაც ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა.

ამ შეხვედრაში ყველაზე შედეგიანი ზღვისპირელთა უკრაინელი ლეგიონერი ლეონიდ სტეპანიშინი აღმოჩნდა, რომელმაც 19 ქულა დააგროვა. ორმაგი დუბლის ავტორები გახდნენ სტეპანიშინის თანაგუნდელები ირაკლი მიქელაძე (18 ქულა, 11 პასი) და აკაკი დვალიშვილი (15 ქულა, 12 მოხსნა).

ქვემოქართლელთა შორის საუკეთესო იყო სერბი ლეგიონერი ნიკოლა გაჩეშა, რომელმაც 18 ქულითა და 17 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა .

,,ბათუმი“ -,,რუსთავი“ 92:64 (25:21, 25:10, 17:18, 25:15)

თეგებისუპერლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.125396