ფეხბურთი

20:20 | 6.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჰალკი კვლავ საუკეთესოა

სანქტ-პეტერბურგის “ზენიტის” ბრაზილიელი თავდამსხმელი ჰალკი, ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

ამის შესახებ უეფას ოფიციალური საიტი იუწყება. აღსანიშნავია, რომ 29 წლის ფეხბურთელი საუკეთესო იყო მე-3 ტურის შემდეგაც, ხოლო მანამდე ნომინანტთა შორის ორჯერ მოხვდა და მეორე და მესამე ადგილი დაიკავა.

მე-4 ტურში “ზენიტმა” “ლიონი” სტუმრად 2:0 დაამარცხა და ორივე საგოლე გადაცემა ჰალკის ანგარიშზეა. ამჯერად მან ხმათა 32 პროცენტი მიიღო. გულშემატკივართა ხმები დანარჩენ ფეხბურთელებზე ასე განაწილდა: ნეიმარი (“ბარსელონა”, 23%), ტომას მიულერი (“ბაიერნი”, 9), პოლ პოგბა (“იუვენტუსი”, 4), ფელიპე პარდო (“ოლიმპიაკოსი”, 8), ვილიანი (“ჩელსი”, 9), ნაჩო (“რეალი”, 4), ხავიერ ერნანდესი (“ლევერკუზენი”, 11).

პირველ ორ ტურში საუკეთესოდ მადრიდის “რეალის” პორტუგალიელი ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ აღიარეს და ახლა მას ბრაზილიელი ჰალკი გაუტოლდა.

0.10561