ფეხბურთი

19:01 | 6.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ყენია ფალავანდიშვილმა შეცვალა

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს უახლოეს ორ ამხანაგურ შეხვედრაში ტრავმის გამო ლევან ყენია დააკლდება. როგორც ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური იტყობინება, ყენიას ნაცვლად კახა ცხადაძემ ქვეყნის უპირველეს გუნდში გორის "დილას" ნახევარმცველ გუგა ფალავანდიშვილს უხმო.

ცნობილია, რომ ყენიასთან ერთად ტრავმების გამო ნაკრებს ლევან მჭედლიძე, ნიკა კვეკვესკირი და ჯანო ანანიძე დააკლდებიან.

სეზონის ბოლო ორი მატჩისთვის მზადებას საქართველოს ნაკრები 9 ნოემბერს ტალინში დაიწყებს. "ჯვაროსნები" პირველ ამხანაგურ შეხვედრას ტალინშივე გამართავენ - 11 ნოემბერს ესტონეთს დაუპირისპირდებიან. 16 ნოემბერს კი, კახა ცხადაძის გუნდი ტირანას ეწვევა და ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ალბანეთის ეროვნულ ნაკრებთან მოსინჯავს ძალებს.

მომავალი მატჩებისთვის ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული არიან:

მეკარეები : გიორგი ლორია („კრილია სოვეტოვი“, რუსეთი), ნუკრი რევიშვილი („მორდოვია“, რუსეთი), გიორგი მაკარიძე („ფეირენსე“, პორტუგალია)

მცველები : გიორგი ნავალოვსკი („დილა“, გორი, საქართველო), გიორგი ფოფხაძე („ფლამურტარი“, ალბანეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი („კარშიაკა“, თურქეთი), გურამ კაშია („ვიტესი“, ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია („რუბინი“, რუსეთი), უჩა ლობჟანიძე („ომონია“, კვიპროსი), ოთარ კაკაბაძე („დინამო თბილისი“, საქართველო), გია გრიგალავა ( „პაფოსი", კვიპროსი)

ნახევარმცველები : ჯაბა კანკავა („რეიმსი“, საფრანგეთი), სანდრო კობახიძე („ვოლინი“, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი („გენკი“, ბელგია), მათე ცინცაძე („დინამო თბილისი“, საქართველო) ვალერი ყაზაიშვილი („ვიტესი“, ჰოლანდია), გუგა ფალავანდიშვილი („დილა“, გორი, საქართველო), მურთაზ დაუშვილი („კარპატი“, ლვოვი, უკრაინა), გიორგი ჭანტურია („დუისბურგი“, გერმანია), ლუკას ჰუფნაგელი („ფრაიბურგი“, გერმანია)

თავდამსხმელები : მათე ვაწაძე („ორჰუსი“, დანია), ბაჩანა ცხადაძე („ფლამურტარი“, ალბანეთი), ნიკოლოზ გელაშვილი („პაფოსი“, კვიპროსი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114162