დონეცკის “შახტარის” ქართველი შემტევი გიორგი არაბიძე უკრაინის პრემიერლიგის მორიგ ტურში “ოლექსანდრიასთან” გასამართი მატჩისთვის მთავარ გუნდთან ემზადება. 17 წლის ფეხბურთელმა დღეს საწვრთნელ პროცესში მიიღო მონაწილეობა და დიდი ალბათობით, 7 ნოემბერს გასამართ თამაშში “მეშახტეთა” 18-კაციან განაცხადშიც მოხვდება.
მოგეხსენებათ, არაბიძეს პირველ გუნდში დებიუტი ცოტა ხნის უკრაინის თასზე ჰქონდა, ხოლო შემდეგ საპრემიერლიგო შეხვედრაში 15 წუთით ითამაშა.
არაბიძე “შახტარში” გასულ ზაფხულს თბილისის “ლოკომოტივიდან” გადავიდა და უკრაინელი და არამარტო, სპეციალისტთა ყურადღება კარგი თამაშით მალევე მიიპყრო...