კალათბურთი

16:25 | 6.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

პულენის 6 ქულა და გამარჯვება მილანში

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრის ჯეიკობ პულენის “ცეტევიტამ” ევროლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში იტალიაში მოულოდნელად “მილანი” 77:68 დაამარცხა.

პულენმა პარკეტზე 24 წუთი დაჰყო, ამ დროში გამთამაშებელმა გუნდს 6 ქულა, 4 პასი და 1 მოხსნა შესძინა. ჯეიკობმა 4-დან 2 ორქულიანი და 2-დან 2 სააჯრიმო ჩააგდო, გამთამაშებელმა 3 სამქულიანი ესროლა, თუმცა ვერც ერთი ჩააგდო. “ცედევიტას” 16 ქულით მირო ბილანმა ულიდერა, “მილანში” 19 ქულით იტალიის ნაკრების წევრი ალესანდრო ჯენტილე გამოირჩა.

“ცედევიტა” ჯგუფში ორი მოგებით და ამდენივე წაგებით მეოთხე ადგილზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.120435