დიდი სლემის 17-გზის ჩემპიონი როჯერ ფედერერი პარიზის მასტერსის 1/8-ფინალში მოულოდნელად ამერიკელ ჯონ იზნერთან 6:7, 6:3, 6:7 დამარცხდა. შეხვედრა 2 საათსა და 16 წუთს გაგრძელდა. იზნერმა შეხვედრაში ვერც ერთი ბრეიკი ვერ შეასრულა, ტაი-ბრეიკზე კი თავისი უძლიერესი ჩაწოდების ხარჯზე იმარჯვა.
იზნერმა 27 ეისი ჩააწოდა და არც ერთი ორმაგი შეცდომა არ დაუშვა, ფედერერს 13 ეისი და 4 ორმაგი შეცდომა ჰქონდა.
ჯონი მეოთხედფინალში დავიდ ფერერს შეხვდება.
ამერიკელმა კარიერის მანძილზე ფედერერი მეორედ დაამარცხა.
პარიზის მასტერსის საპრიზო ფონდი 2.6 მილიონ დოლარს შეადგენს.