მსოფლიოს ნომერ მეორე ჩოგბურთელს, სიმონა ჰალეპს ახალი სეზონიდან 50 წლის ავსტრალიელი დარენ კეჰილი გაწრთვნის. აღნიშნული ინფორმაცია სიმონამ თავის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე განაცხადა.
“2016 წლიდან ჩემი მწვრთნელი დარენ კეჰილი იქნება” – განაცხადა ჰალეპმა.
კეჰილი საკმაოდ გამოცდილი მწვრთნელია, ის ისეთ დიდ ჩოგბურთელებს წვრთნიდა, როგორებიც არიან ლეიტონ ჰიუიტი, ანდრე აგასი, ენდი მარეი, ანა ივანოვიჩი, ფერდნანდო ვერდასკო, დანიელა ჰანტუჩოვა, სირანა კირსტეა.